სიახლეები
სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ნოემბერს

11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1238 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში დადეში, ბოზალო, მისანიკიანი და მიმდებარე სოფლებში,

13:00-დან 15:35 საათამდე 1602 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში,

13:00-დან 14:00 საათამდე 1566 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში ვარხანი, ბოლაჯური, ხარჯამი, საღრძე, ენთელი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |