სიახლეები
,,ყველა უფრო გაუფასურდა, ვიდრე ლარი" - ფინანსთა მინისტრი
ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, ერთი დოლარის ღირებულებამ 2.7251 ლარი შეადგინა.

გაცილებით მაღალია გაცვლითი კურსი სავალუტო ჯიხურებში და კომერციულ ბანკებში. სანამ ლარის ახალი კურსის შესახებ ინფორმაცია გახდებოდა ცნობილი, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებმა განაცხადეს, რომ საგანგაშო არაფერია და ლარი მყარდება.

ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ლარი ყველა მეზობელი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა.

„ლარი აზერბაიჯანულ მანათთან, ლარი თურქულ ლირასთან, ლარი რუბლთან​ და ყველასთან, აბსოლუტურად ყველასთან, ლარი არის გამყარებული. ყველა უფრო გაუფასურდა ვიდრე ლარი, მხოლოდ ლარის დოლართან მიმართებაში კურსით არ შეიძლება ვიმსჯელოთ ქვეყნის ეკონომიკაზე,“-ამბობს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.
| Print |