სიახლეები
,,წიგნების გაციფრულების პროცესი დაწყებულია" - მაკა ბერიძე
წყლის დისპენსერის, სახელმძღვანელობისა და საგამოცდო სისტემის ფორმების შესახებ იმსჯელეს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ახალგაზრდებმა რექტორს უნივერსიტეტში არსებული პრობლემები გააცნეს და მათი გადაჭრის გზები შესთავაზეს.

სტუდენტებს სახელმძღვანელოების პრობლემა გადაეჭრებათ, რადგან წიგნების გაციფრულების პროცესი უკვე დაწყებულია – აღნიშნა შეხვედრაზე მაკა ბერიძემ.

რაც შეეხება საგამოცდო სისტემის ფორმებს, რექტორის განმარტებით, საგამოცდო ფორმატის არჩევა თავად ლექტორზეა დამოკიდებული.

მსგავსი სახის შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველთვიურად იმართება, სადაც სტუდენტები საკუთარ პრობლემებს რექტორთან ერთად განიხილავენ.


| Print |