სიახლეები
ახალციხესა და ბაკურიანში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ნოემბერს

10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1000 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში წყრუთი, სვირი, წირა, ტატანისი, მიქელწმინდა და მიმდებარე სოფლებში,

12:00-დან 18:30 საათამდე 838 აბონენტს ბაკურიანში მთის, სადგურის, რუსთაველის, წერეთლის, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

| Print |