სიახლეები
სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ნოემბერს

08:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1684 აბონენტს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ეშტია, ოროჯალარი, უჩმანა, ვაჩიანი და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 17:30 საათამდე 3409 აბონენტს ახალციხეში ყაზბეგის, გოგებაშვილის, ივლიტას, რაბათის, მესხეთის, მიქუტიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე,

11:30-დან 17:00 საათამდე 711 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში საკირე, ტაძრისი, დგვარი, დვირი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |