სიახლეები
მოხისა და ზარზმის სკოლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ
სოფელ მოხეს მოსახლეობას შეხვდა და სოფლის საჯარო სკოლა დაათვალიერა მხარის გუბერნატორმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.


სკოლაში განათლებას რამდენიმე სოფლის 200-მდე ბავშვი იღებს. მოხეს სკოლის რეაბილიტაციას, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

პროექტი ითვალისწინებს არსებული სკოლის სრულ რეაბილიტაციას. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საკლასო ოთახებს, საპირფარეშოებს, სპორტდარბაზს, სპორტულ მოედანს და კეთილმოეწყობა სკოლის ეზო. იგეგმება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების გამართვა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დაიწყება.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარზმის საჯარო სკოლის რეაბილიტაციასაც იწყებს.

ყველა სკოლა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ასევე, დაგეგმილია ზარზმის მონასტრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, საფეხმავლო ბილიკის მოწყობის, ზარზმის გუმბათის და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე თამარის წყაროს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
| Print |