სიახლეები
სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ნოემბერს

08:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონის სოფლებს ეშტია, თორია, ტურცხი, ბოზალო, ფილიპოვკა და მიმდებარე სოფლებს,

11:00-დან 18:30 საათამდე ასპინძის რაიონის სოფლებს ხიზაბავრა, სარო, ნიჯგორი,

11:00-დან 18:00 საათამდე ახალციხისა და ადიგენის რაიონის სოფლებს წახანი, შოყა, ნაქურდევი, ხარჯამი, ჭაჭარაქი და მიმდებარე სოფლებს, აგრეთვე ქ. ახალციხეში 9 აპრილის, რუსთაველის, პეტრიწის და მიმდებარე ქუჩებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |