სიახლეები
2019 წლის ბიუჯეტების პროექტების განხილვა იწყება
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, 22 ნოემბერს 14:00 საათზე, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვას მართავს.

საჯარო განხილვაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი 25 ნოემბრამდე უნდა განიხილოს და მერიას გადაუგზავნოს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მომავალ წელს 15 მილიონ 900 ათასი ლარით განისაზღვრა.

ყველაზე დიდი ბიუჯეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტს აქვს და მისი ოდენობა 18 მილიონ 300 ათასი ლარია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 9 მილიონ 80 ათასი ლარით არის განსაზღვრული.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი კი 5 მილიონ 600 ათასი ლარია.

ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი კი 5 მილიონ 85 ათასია.

რაც შეეხება ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, იგი 4 მილიონ 300 ათას ლარს შეადგენს.

შენიშვნებით ჩასწორებულ პროექტს მერიები საკრებულოებს 25 დეკემბრამდე გადაუგზავნიან.

საკრებულოებმა დოკუმენტი 28 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცონ.
| Print |