სიახლეები
,,ქოჩარი" იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა
იუნესკოს ერთ–ერთ სხდომაზე, სადაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ განაცხადებს განიხილავდნენ, სამხრეთ კორეაში გაიმართა.

სხდომაზე 34 განაცხადი განიხილეს, რომელთა შორის იყო სომხური ცეკვა "ქოჩარი". სხდომის წევრების გადაწყვეტილებით, სომხეთის განცხადება ,,ქოჩარის"-თვის სტატუსის მინიჭების შესახებ დამტკიცდა.

სომხეთის მაღალმთიანეთში ყველაზე პოპულარული და ამჟამად შემონახული ცეკვაა ,,ქოჩარი’’ რის გარეშეც ძნელი წარმოსადგენია სომხური ქორწილი, ნათლობა ან სხვა დღესასწაული.

,,ჯიხვები ყოველთვის ებრძოდნენ თავის ტერიტორიას. ცეკვა ასრულებს ჯიხვის მოძრაობებს, აჩვენებს მათ ძალასა და ღონეს. მრავალი საუკუნეს მანძილზე ეს ელემენტები შენარჩუნებულია არა მარტო ცეკვაში, არამედ სომხურ არქიტექტურაში“ - აცხადებს სააგენტო ჯეინიუსთან სომხური ეთნოგრაფიული ცეკვების ანსამბლ "კარინას" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გაგიკ გინოსიანი.

არსებობს ცალკეული რეგიონებისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა სახის ქოჩარი. ცეკვა "ქოჩარი" - სომხეთის მეხუთე განცხადებაა, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში წარდგენისათვის დამტკიცდა.

სომხეთიდან ასევე წარმოდგენილი იყო ოთხი განცხადება.

დუდუკი და მისი მელოდიები (2008 წელი).

სომხური ქვაჯვარის ხელოვნება : სიმბოლიზმი და ქვის ჯვრების წარმოება ( 2010 წელი).

შუასაუკუნეების ეპოსის ,, დავით სასუნცის“ შესრულება (2012 წელი).

ლავაში : ტრადიციული პურის დამზადება, მნიშვნელობა და კულტურული გამოვლინება (2014 წელი)

წყარო: სააგენტო ჯეინიუსი
| Print |