სიახლეები
10 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა მეორე ტურში მეტია – ცესკო
საარჩევნო ადმინისტრაციის 10 საათის მონაცემებით, ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 7.26%, რაც რაოდენობრივად არის 255 251 - ამომრჩეველი.

პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ, 10:00 სთ-ის შეადგინა 215 294 ამომრჩეველი, რაც პროცენტულად 6.14%-ი იყო.

ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე, კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საჩივრების შესახებ და განაცხადა, რომ ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 10 საჩივარი.
| Print |