სიახლეები
საქართველო-სომხეთის საზღვართან საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია
ქარბუქისა და ნამქერის გამო, საქართველო-სომხეთის საზღვართან ნინოწმინდაში, საავტომობილო გზის კმ 90-კმ 112 მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, სომხეთის საზღვართან აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის

ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
| Print |