სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება

11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში.

13:00-დან 14:00 საათამდე - ქ. ბორჯომში რუსთაველის მოედანს, შანიძის, თამარ მეფის, რობაქიძის, ვაჟა ფშაველას და მიმდებარე ქუჩებს.

14:00-დან 18:30 საათამდე - სოფლებს ციხისჯვარი, ანდეზიტი.

11:30-დან 18:00 საათამდე - ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებს ხიზაბავრა, აწყვიტა, ნიჯგორი, ტოლოში, სარო.

14:30-დან 17:30 საათამდე - ქ. ახალქალაქში თავისუფლების, დარბინიანის, ჩარენცის, აღმაშენებლის მიმმიმდებარე ქუჩებს.

14:00-დან 15:00 საათამდე - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებს ეშტია, ოროჯალარი, თორია, ყაურმა, უჩმანა, სათხა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |