სიახლეები
ახალციხეში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება
30 დეკემბერს, ცენტრალურ პარკში, პატარებს საშუალება ჰქონდათ თოჯინების თეატრის სპექტაკლი „დათუნია დრუნჩა“ენახათ.

მაყურებლის წინაშე სხვადასხვა ნომრები შეასრულეს ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მესხი ფრთოსანმა“, ნორჩმა პოეტებმა და ახალციხის კულტურის სახლის ახალგაზრდებმა.

საახალწლო საჩუქრები დღეს გრანტის მქონე სტუდენტებმა და ნორჩმა პოეტებმაც მიიღეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისინი წიგნებით დააჯილდოვა.
| Print |