სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება


12:00-დან 13:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებს უდე, არალი, წარბასთუმანი, ზაზალო, ბოლაჯური.

13:00-დან 14:00 საათამდე - სოფლებს დიდი სმადა, გომარო, დერცელი, ჭელა, ზედუბანი, პატარა ზანავი და მიმდებარე სოფლებს.

14:00-დან 15:00 საათამდე - სოფელ კახარეთს. 15:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტს სოფელ ბოლაჯურში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |