სიახლეები
ევროკავშირის ელჩი სამცხე–ჯავახეთის პრობლემებს განიხილავს
პარასკევს, 1 თებერვალს, ელჩი ბორჯომს ესტუმრება, სადაც პროექტ „EU4Energy“-ს ფარგლებში უმაღლეს დონეზე გასატარებელი პოლიტიკის შესახებ მოლაპარაკებების გახსნით სესიას დაესწრება.

სესია სამ ეტაპად არის გაყოფილი: სოფლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სამცხე-ჯავახეთში, მოსაზრებების გაცვლა სამოქალაქო საზოგადოებასთან და საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების განხილვა.

ორდღიანი ღონისძიება მიზნად ისახავს შესაძლებლობების გაზრდას საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოში ელექტროენერგიის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის ინსტიტუციონალური ჩარჩოს გაუმჯობესებაში.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პარლამენტის წევრი რომან კაკულია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
ნათია თურნავა და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

ევროკავშირის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეხვდება, არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გასაცნობად. საკონსულტაციო შეხვედრა საზოგადოებისთვის დახურულია. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება. 

ამის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული სოფლის განვითარების ინიციატივების განსახილველად ბორჯომში ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფს შეხვდება. ამის შემდეგ ეწვევა ახლახანს მოდერნიზებულ კვერცხის ქარხანას "ბორჯომის კვერცხი" და თხილამურების გამქირავებელ მაღაზიას ბაკურიანში.

მტკიცე პოლიტიკური შეხედულებების არსებობის და წელიწადში 350 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეწყობით, ევროკავშირს წვლილი შეაქვს საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. საქართველოში ყოველწლიურად 100-ზე მეტი პროექტი ხორციელდება, რომელთა უშუალო ბენეფიციარი ქვეყნის რეგიონების მოსახლეობაა. საქართველოს ეკონომიკის მდგრადი, ინკლუზიური და გონივრული ზრდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტია.
| Print |