სიახლეები
ახალციხეში, 4 მარტამდე, ყინვებია მოსალოდნელი
სინოპტიკოსები ახალციხეში ოთხშაბათს, 27 თებერვალს უპირატესად თოვლიან ამინდს პროგნოზირებენ.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით –3 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით მაქსიმალური  +4 გრადუსი. სინოპტიკოსები 3 მარტის ჩათვლით ცვალებად ამინდს ვარაუდობენ. მოსალოდნელია როგორც წვიმა და თოვლი, ასევე მზიანი ამინდები. ღამით ყინვა მინუს 2-დან მინუს 8 გრადუსამდე იმერყევებს. კვირის ბოლოს კი გამოიდარებს.
| Print |