სიახლეები
სამშობიაროში მყოფ დედებს 3 მარტი მიულოცეს
დღეს, 3 მარტს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამედიცინო დაწესებულებებში მყოფი ახალშობილთა დედები მოინახულეს.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები კლინიკა "იმედ"-ს და "უნიმედი სამცხე" -ს ესტუმრნენ, ახალშობილთა დედებს დღესასწაული მიულოცეს, საჩუქრად კი ყვავილები და ბავშვის ჰიგიენური მოვლის საშუალებები გადასცეს.



3 მარტის, როგორც დედის დღის აღნიშვნა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დროს დაწესდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.



მას შემდეგ ქვეყნის მასშტაბით, 3 მარტი ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული.

წყარო: ახალციხის მერია
| Print |