სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 მარტს, ელექტროენერგიის მიწოდება

11:00-დან 15:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხეში აღმაშენებლის, ჭონქაძის, ააბასთუმნის, გიორგი ბრწყინვალის, ბორჯომის ქუჩებზე, სოფლებში წირა, კლდე, წყრუთი.

12:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს წინუბანი, აწყური, გურკელი, წრიოხი, ტყემლანა.

13:00-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს ბაკურიანში.

14:00-დან 16:00 საათამდე - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაჩიანი, ოკამი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |