სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს 07:00-დან 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბაკურიანში თამარ მეფის, რუსთაველის, დიდველის, ტაბიძის, მთის და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.