სიახლეები
"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 15:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცემი, მზეთამზე, კიმოთი, წაღვერი, ტიმოთესუბანი, პატარა მიტარბი, მიტარბი, ტბა, ციხისჯვარი.

11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ნინოწმინდაში თავისუფლების, ერევნის, აღმაშენებლის, ერზრუმის, ჭავჭავაძის, თბილისის, მიასნიკიანას, საქართველოს და მიმდებარე ქუჩებზე.

14:00-დან 16:30 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ეშტია, სათხა, დიდი ხანჩალი, დილითი, დიდი გონდრიო, მამწვარა, თორია, პატარა არაქალი, უჩმანა და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხანდო, აზავრეთი, ალასტანი, ვარევანი, გოკიო, თოკი, ვარგავი.

16:30-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს აბასთუმანში ფალიაშვილის, რუსთაველის, ასათიანის ქუჩებზე, აღობილის და არაზინდოს დასახლებებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |