სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში დენი გაითიშება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება 06:00-დან 08:00 საათამდე შეუწყდებათ აბონენტებს ქ. ახალციხეში, სოფლებში წყრუთი, კლდე, წნისი, ურაველი, მუსხი, პატარა პამაჯი, დიდი პამაჯი, საძელი, სვირი, ჭაჭარაქი, სხვილისი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ქ. ბორჯომში თორის, ნიკოლაძის, 300 არაგველის, საბარგოს, სტალინის ქუჩებზე.

11:30-დან 18:30 საათამდე - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გორელოვკა, ჟდანოვი, ორლოვკა, სპასოვკა, ეფრემოვკა, სამება.

12:00-დან 18:00 საათამდე - ახალქალაქის რაიონის სოფლებში მაჯადია, ორჯა, კორხი, ოლავერდი, ხულგუმო, თოთხამი, კოჩიო, დილისკა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |