სიახლეები
7 სექტემბერს ელექტროენერგია გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 სექტემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში კლდე, წნისი, გიორგიწმინდა და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში მზეთამზე, წაღვერი და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფოკა, როდიონოვკა, ტამბოვკა და მიმდებარე სოფლებში;

12:30-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში მესხეთის, გოგებაშვილის, ხანძთელის, ვეფხვაძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში ლიკანი და ლარები;

17:20-დან 18:20 საათამდე აბონენტებს ბაკურინაში წაქაძის, ცხრაწყაროს, კოხტა-გორის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |