სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ელექტროენერგია გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 სექტემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ურაველი, მუსხი, ხეოთი, ახალშენი, ჭობარეთი და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭობისხევი, დვირი და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღრელი, ანდრიაწმინდა, ანდა, მინაძე და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ახალციხეში თამარაშვილის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |