სიახლეები
"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 სექტემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხანდო, აზავრეთი, ბეჟანო, ალასტანი, ტაბაწყური და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში მზეთამზე, კიმოთი, პატარა მიტარბი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ბაკურიანში;

11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გორელოვკა, სპასოვკა, სამება და მიმდებარე სოფლებში;

12:15-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ოშორა, ოთა, ინდუსა და მიმდებარე სოფლებში;

14:30-დან 18:30 საათამდე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვალე, არალი, ახალციხე, ნაოხრები და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |