სიახლეები
"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 სექტემბერს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხიზაბრავა, აწყვიტა, ნიჯგორი, სარო და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში მზეთამზე და წაღვერი;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალთბილა, ნაოხრები, წინუბანი, ვალე და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში;

13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქში ნალბანდიანის, თუმანიანის, ჭავჭავაძის, მიკოიანის და მიმდებარე ქუჩებზე;

13:30-დან 15:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაგვა, გომანი, კოთელია, ბუღაშენი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |