სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ოქტომბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ასპინძაში და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში დამალა, სარო, ოშორა, ვარძია, იდუმალა და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში ჭონქაძის, გიორგი ბრწყინვალეს, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში წყრუთი, კლდე, წირა და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში წაქაძის, ცხრაწყაროს, კოხტა-გორის და მიმდებარე ტერიტორიაზე;

13:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდაში სპანდარიანის, შაუმიანის, თავისუფლების, საიათნოვას, მარჯანიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ციხისჯვარი, ანდეზიტი, ტბა, ცემი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |