სიახლეები
3 ნოემბერს ელექტროენერგია გაითიშება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდებათ აბონენტებს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხიზაბავრა, აწყვიტა, ნიჯგორი, ტოლოში, სარო.

13:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ქალაქ ახალციხეში დ. აღმაშენებლის, ჭონქაძის, აბასთუმნის, გიორგი ბრწყინვალის, ბორჯომი ქუჩებზე, სოფლებში კლდე, წყრუთი.

16:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს ბაკურიანში დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე, დავით აღმაშენებლის, თრიალეთის, წერეთლის ქუჩებზე.

17:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ბაკურიანში წაქაძის, ცხრაწყაროს ქუჩებზე, კოხტასძირის მიმდებარედ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |