სიახლეები
"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ნოემბერს 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბაკურიანში კოხტის ძირში, 25-იანების მიმდებარედ, ცხრაწყაროს ქუჩაზე და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 18;00 საათამდე აბონენტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის აბასთუმანში, არაზინდოს დასახლებასა და მიმდებარე ტერიტორიაზე;

13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ციხისჯვარი, ანდეზიტი, ტბა, წაღვერი და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აწყური, წინუბანი, ტყემლანა, გურკელი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |