სიახლეები
5 დეკემბერს ელექტროენერგია გაითიშება(R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 დეკემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტურცხი, ღადოლარი, ბურნაშეთი, აზავრეთი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში დიდველის, თრიალეთის, ცხრაწყაროს, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

13:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამება, ჟდანოვი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

| Print |