სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგია გაითიშება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 15:00 საათამდე შეუწყდებათ აბონენტებს ბაკურიანი დავით აღმაშენებლის, მთის, ცხრაწყაროს, რუსთაველის, წერეთლის, სადგურის, თამარ მეფის, წაქაძის, ფარნავაზ მეფის, ტაბიძის, ნ.ქუმარიტაშვილის, თავისუფლების, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

15:00-დან 17:30 საათამდე - აბონენტებს ბაკურიანში თრიალეთის,
აღმაშენებლის, ცხრაწყაროს, თავისუფლების, წერეთლის ქუჩებზე, დიდველის ტერიტორიაზე.

12:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სათხა, დიდი და პატარა არაქალი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |