სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 დეკემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხეში თაყაიშვილის, მებაღიშვილის, ანდრია პირველწოდებულის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბეჟანო, ჭიხარულა, მოლითი, ბალანთა და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყვიბისი, ახალდაბა, ვარდგინეთი და მიმდებარე სოფელბში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |