სიახლეები
"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 იანვარს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხანდო, აზავრეთი, გოკიო და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 18:00 საათამდე ასპინძაში;

14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქში ნალბანდიანის, რუსთაველის, თბილისის, მიკოიანის და მიმდებარე ქუჩებზე;

15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში რუსთაველის, ანდრია პირველწოდებულის, პეტრიწის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
| Print |