სიახლეები
ნახეთ სოფლები, სადაც 13 თებერვალს დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 თებერვალს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბაკურიანში 25-იანების, წაქაძის, კოსტავას, ცხრაწყაროს და მიმდებარე ქუჩებზე;

13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქში აეროპორტის ავტოგზას, სამხედრო ქალაქის, ჯივანის, თავისუფლების, ნინოწმინდის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში ვაჩიანი, ჩამძვრალა, ხორენია და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

| Print |