სიახლეები
საზღვრისპირა სოფელი ხელისუფლების დახმარების იმედად
სოფელი სამყური ადიგენის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1 250 მეტრზე მდებარეობს. მიუხედავად ამისა, საზღვრისპირა სოფელი მაღალმთიანი სტატუსის გარეშეა დარენილი.

ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ დასახლებამ სხვა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. სოფელში 42 კომლია რეგისტრირებული, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელი, მძიმე სოციალური პირობების გამო, არაერთმა ოჯახმა დატოვა.

სამყურში გამოამინდებას და მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებას ელიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ შეღავათები, რომლებსაც მაღალმთიანის სტატუსი ითვალისწინებს, მოსახლეობის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და საზღვრისპირა სოფლის ახალგაზრდებისგან დაცლასაც თავიდან აიცილებენ.


| Print |