სიახლეები
საქართველოში ამინდი უარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ქარი - 20-25მ/წმ სიჩქარით იქროლებს, ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარემ შესაძლოა 30 მ/წმ-ს მიაღწიოს.

ზღვისპირა რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი და ზღვაზე ძლიერი შტორმი. ქვეყნის დასავლეთ ნაწილის მაღალმთიან რაიონებში კი - ქარბუქი.

როგორც გარემოს ეროვნულ საგენტოში აცხადებენ, თოვა გაგრძელდება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში.

ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნეები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

| Print |