სიახლეები
ახალქალაქში ავტომანქანები გაძარცვეს
ახალქალაქში, ყოფილ სამხედრო დასახლებაში, ღამით ორი ავტომანქანა გაქურდეს. მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები

ძმებს – ედგარ და რომან კოშატაშიანებს ეკუთვნით. დაზარალებულები ათი წელია მანქანებს დასახლების მოპირდაპირე მხარეს, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან აყენებენ. ძმები ვარაუდობენ, რომ ქურდობა გვიან ღამით განხორციელდა.

,,წაიღეს სხვადასხვა წვრილმანი ტექნიკა, დაახლოებით 600 ლარის ღირებულების: კუთხესახეხი (ე.წ. ბოლგარკა), ელექტროსაშემდუღებლო აპარატი, ზეთი და სხვა. სახლში დაახლოებით 19:00 საათისთვის დავბრუნდით. ძარცვის შესახებ დილით ადრე შევიტყვეთ და პოლიციას დავუკავშირდით" – ამბობს რომან კოშატაშიანი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ახალქალაქის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 177–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე.


წყარო: ,,ჯეინიუსი"
| Print |