სიახლეები
UDM–ში საკანონმდებლო პროგრამებზე იმსჯელეს
"დემოკრატ მესხთა კავშირში", 16 თებერვალს, "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაზე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტიტუტისა და საკანონმდებლო პროგრამების შესახებ იმსჯელეს.

ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს საკანონმდებლო პროგრამებზე მუშაობის მეთოდები გააცნეს, მათი შენიშვნები მოისმინეს და მოსაზრებები გაცვალეს.

ღონისძიებას ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


| Print |