რაბათის ისტორიულ აბანოს რეაბილიტაციისთვის ამზადებენ
რაბათში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ისტორიული აბანოს გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. 6 ადამიანი კომპლექსს, ჩახერგილობისა და ნაშალისგან წმენდს. შენობის დიდი ნაწილი, მამაკაცთა და ქალთა აუზები და ოთახები მიწითაა ამოვსებული. გაწმენდითი სამუშაოები არქეოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ხორციელდება.   ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად, ახალციხის მერიამ ტენდერი 1 დეკემბერს, 34 ათას ლარზე გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო და სამუშაოების შესრულებაც მას, ააიპ ,,ჭულეს“ დაეკისრა. მას ტერიტორიის გაწმენდისთვის 4თვიანი ვადა აქვს.

რაბათში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ისტორიული აბანოს გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. 6 ადამიანი კომპლექსს, ჩახერგილობისა და ნაშალისგან წმენდს. შენობის დიდი ნაწილი, მამაკაცთა და ქალთა აუზები და ოთახები მიწითაა ამოვსებული. გაწმენდითი სამუშაოები არქეოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ხორციელდება.

 

ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად, ახალციხის მერიამ ტენდერი 1 დეკემბერს, 34 ათას ლარზე გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო და სამუშაოების შესრულებაც მას, ააიპ ,,ჭულეს“ დაეკისრა. მას ტერიტორიის გაწმენდისთვის 4თვიანი ვადა აქვს.

 

აღმოსავლური ტიპის აბანოებთან, საუკუნეების წინ,  არაერთი  რიტუალი  იყო დაკავშირებული, შენობა მცირე და დიდი ზომის ოთხებისგან  შედგებოდა და თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება ჰქონდა. აქ ქალებისთვის ცალკე ოთახები იყო გამოყოფილი, მამაკაცებისთვის კი სპეციალური აუზები  იყო მოწყობილი. ისტორიკოსების თქმით, ნაგებობა, რომელიც მე–17–მე–18 საუკუნეებს განეკუთვნება, უნიკალური და არქეოლოგიურად შეუსწავლელია. აღმოსავლური ტიპის აბანოები, სამცხე–ჯავახეთში, რაბათის გარდა, აწყურშიც მდებარეობს, თუმცა ის გაცილებით პატარა ზომისაა.

ისტორიული აბანოების აღდგენით სამუშაოებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, 2017 წლისთვის გეგმავს. მიმდინარე წელს, რეაბილიტაციისთვის  საჭირო საპროექტო სამუშაოები შესრულდება. თვითმმართველობაში ფიქრობენ, რომ კომპლექსი, მისი სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ტურისტებისთვის, ახალციხის ციხის მსგავსად, საინტერესო ადგილი გახდება.


| Print |