ბოლაჯურის ბაღის გათავისუფლებული მენეჯერი სასამართლოში ჩივილს აპირებს
ბოლაჯურის საბავშვო ბაღის ყოფილი მენეჯერი ლალი მაისურაძე დარწმუნებულია, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა, რადგან  „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად  გამართულ შეკრებაზე თბილისში იმყოფებოდა. სწორედ ამის გამო ფიქრობს,  რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ხელმძღვანელობა მისი გათავისუფლების მიზეზს ეძებდა. ლალი მაისურაძეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა 6 თებერვალს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ საკუთარ კაბენეტში აცნობა. მისი თქმით, მარინე ვარდიძემ სიტყვიერად განუმარტა, რომ სამსახურიდან  ბოლაჯურის ბაღში მომხდარი ჩხუბის გამო გათავისუფლდა.

ბოლაჯურის საბავშვო ბაღის ყოფილი მენეჯერი ლალი მაისურაძე დარწმუნებულია, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა, რადგან  „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად  გამართულ შეკრებაზე თბილისში იმყოფებოდა. სწორედ ამის გამო ფიქრობს,  რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ხელმძღვანელობა მისი გათავისუფლების მიზეზს ეძებდა.

ლალი მაისურაძეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა 6 თებერვალს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ საკუთარ კაბენეტში აცნობა. მისი თქმით, მარინე ვარდიძემ სიტყვიერად განუმარტა, რომ სამსახურიდან  ბოლაჯურის ბაღში მომხდარი ჩხუბის გამო გათავისუფლდა. ყოფილი  მენეჯერის მტკიტებით, იგი თანამშრომლებს  მკაცრად მხოლოდ იმ საჩივრის გამო ესაუბრებოდა, რომელიც ბაღის მზარეულმა მის წინააღმდეგ დაწერა. ლალი მაისურაძე იმასაც ირწმუნება, რომ მზარეულმა თანამშრომლებს  ხელი  თაღლითურად იმ საჩივარზე მოაწერინა, სადაც ყოფილ მენეჯერს  პურის ნორმების დაკლებას  ედავებოდნენ.

“მზარეული არ უარყოფდა იმას, რომ გამგებლის მოადგილე მინდია ჯელია ყოველდღე ურეკავდა მას, სასწრაფოდ მოიტანე საჩივარიო” – აცხადებს ბაღის ყოფილი მენეჯერი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მინდია ჯელია ოფიციალურ კომენტარზე უარს აცხადებს, სატელეფონო საუბარში კი ლალი მაისურაძის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი სიტუაციაში გარკვევის მიზნით, ბოლაჯურის საბავშვო ბაღში მივიდა. მშობლები ამბობენ, რომ მათ მარინე ვარდიძეს ყოფილი მენეჯერის სამსახურში აღდგენა სთხოვეს. გარდა ამისა, მზარეული მარეხი აფრიამაშვილი ბავშვების ცემაშიც  დაადანაშაულეს. ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელმა აფრიამაშვილი ბაღის კუთვნილი შეშის მოპარვაშიც ამხილა.

ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელი „მეცხრე არხთან“ ლალი მაისურაძის პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებას უარყოფს. მარინე  ვარდიძე მენეჯერის დაკავებული თანამდებობიდან მოხსნის მიზეზად, სამსახურეობრივ გადაცდომებს ასახელებს, თუმცა,  დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. რაც შეეხება მშობლების მიერ მზარეულის მისამართით წაყენებულ ბრალდებებს, ვარდიძე აცხადებს, რომ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აქვს, რის გამოც მარეხი აფრიამაშვილის გათავისუფლების საკითხი დღის წესრგში არ დგას.

ლალი მაისურაძე ბოლაჯურის საბავშვო ბაღში მენეჯერის პოსტზე 8 წლის წინ დაინიშნა. მშობლების მტკიცებით, შენობის რეაბილიტაცია მან საკუთარი ხარჯებით მოახდინა.  გარდა ამისა, იგი მეზობელი სოფლებიდან აღსაზრდელების ტრანსპორტირებას, ანაზღაურების გარეშე, ყოველდღიურად,  თავად უზრუვნელყოფდა.

ბოლაჯურის საბავშვო ბაღში ამ დროისათვის 41 მცირეწლოვანი ირიცხება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სწავლობენ, როგორც ადგილობრივი, ასევე, ენთელისა და სმადის აღსაზრდელებიც.  მშობლები აცხადებენ, რომ ლალი მაისურაძის გათავისუფლების შემდეგ, მეზობელი სოფლებიდან ბავშვები ბაღში ვეღარ დაჰყავთ.  ისინი მენეჯერის თანამდებობაზე ლალი მაისურაძის დაბრუნებას მოითხოვენ. თავად ბაღის ყოფილი ხელმძღვანელი სიმართლის დამტკიცებას სასამრთლოს გზით აპირებს.


| Print |