საზოგადოება
ახალციხის მერიაში 23 სტუდენტი სტაჟირებას გაივლის
ქალაქ ახალციხის მერიაში 23 სტუდენტი სტაჟირებას გაივლის. პროექტში ჩართულია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 18 და კოლეჯ "ოპიზარის" 5 სტუდენტი. ახალგაზრდებთან პირველი შეხვედრა ქალაქის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ 27 მარტს გამართა.

სტუდენტები მერიის სამსახურებში სპეციალობების მიხედვით გადანაწილდნენ. ისინი თვითმმართველობაში სტაჟირებას სამი თვის განმავლობაში გაივლიან.
| Print |