რეგიონი
ბორჯომის საკრებულოს სოციალური დახმარების თანხა ამოეწურა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სოციალური დახმარებებისთვის გამოყოფილი თანხა ამოიწურა.

წარმომადგენლობით ორგანოში ამბობენ, რომ ამ მიზეზით ადგილობრივების სამედიცინო პროცედურები ივლისიდან აღარ დაუფინანსებიათ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში, სოციალური დახმარებების მუხლში, რომელსაც საკრებულო განკარგავდა, 150 000 ლარი იყო განსაზღვრული.

საკითხი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე გააპროტესტეს.

ვიდეომასალა ეკუთვნის ტელეკომპანია “ბორჯომს”

| Print |