რეგიონი
აგვისტოს ომის დროს გადამწვარ ტყეში ხანძარია
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბის ტყეში ხანძრია.
ცეცხლის კერა 2008 წელს, რუსეთ–საქართველოს აგვისტოს ომის დროს გადამწვარ ტყეში გაჩნდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ტყის მასივის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. პროექტ “აღადგინეს” ფარგლებში, იქ ათასობით ნერგი დარგეს.

ადგილობრივები შიშობენ, რომ ცეცხლი შესაძლოა ახალდარგული ნერგების ტერიტორიაზეც გავრცელდეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლი ხმელ ბალახს უკიდია. ადგილზე სახანძრო–სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. მათი თქმით, მოსახლეობამდე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ფოტოს ფეისბუქ გვერდი "ბორჯომის ხეობა" ავრცელებს.
| Print |