COVID19
ახალციხის პირველ სკოლაში 7 მასწავლებელი და 4 მოსწავლე კოვიდინფიცირებულია
ახალციხის პირველი საჯარო სკოლაში 7 მასწავლებელი და 4 მოსწავლე კოვიდინფიცირებულია. განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის. დირექტორის ჟუჟუნა გოგოლაურის ინფორმაციით, ონლაინრეჟიმში საგაკვეთილო პროცესის წარმართვისთვის, სკოლა ამ წუთებში ემზადება. 

"ჯანდაცვის სამსახურიდან მიღებული წერილის მიხედვით, სკოლაში შვიდი პედაგოგი და ოთხი მოსწავლეა ინფიცირებული. სწორედ ახლა დავიწყეთ მზადება დისტანციურზე გადასასვლელად, ცხრილებს ვადგენთ" - აცხადებს ჟუჟუნა გოგოლაური. 

ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში 1 075 მოსწავლეა რეგისტირებული. 

ამ დროის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, დისტანციურ რეჟიმზე 11 სკოლაა გადასული.
| Print |