ხალხის აზრით
რამ გამოიწვია ჯერ პროდუქტის დეფიციტი, შემდეგ კი გაძვირება?
რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოში პროდუქციის გაძვირება გამოიწვია. მომხმარებელთა ნაწილის თქმით, სავაჭრო ობიექტებში განსაკუთრებულად გაძვირებული ზეთი, შაქარი, წიწიბურა და მარილი დახვდათ.

მოქალაქეები იმასაც ამბობენ, რომ პროდუქტებთან ერთად მაღაზიებში სიგარეტიც ლიმიტირებულად იყიდებოდა. ერთ მომხმარებელზე მხოლოდ ორი კოლოფი და 3 კილო შაქარი გაიცემოდა.

სადისტრიბუციო კომპანიები ირწმუნებიან, რომ ქვეყანაში ერთი თვის მარაგი არის. ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ საქართველოში, პროდუქციის დეფიციტი არ იქნება, თუმცა გარდაუვალია ფასების ზრდა.

რამ გამოიწვია ჯერ პროდუქტის დეფიციტი და შემდეგ უკვე დახლებზე გამოჩენილი სურსათის გაძვირება? - "მეცხრე არხმა" ახალციხელები გამოკითხა.

| Print |