"დიალოგი" – რა პროდუქცია გავა ევროკავშირის ბაზარზე მესხეთიდან?
მესხი ფერმერები, პროდუქტს, ევროპის ქვეყნებში გასატანად ამზადებენ. დასავლეთის ბაზარი – ეს არის 500 მილიონი მოქალაქისგან შემდგარი, სტაბილური ბაზარი. საქართველოს კი ეძლევა შესაძლებლობა, რომ ევროპაში ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

გადაცემის თემა – რა მოთხოვნები აქვს ევროპულ ბაზარს და რატომაა მიმზიდველი ის ფერმერებისთვის და მეწარმეებისთვის. რამდენად რეალურია, რომ მესხური პროდუქცია დასავლეთის ბაზრის დახლებზე ვიხილოთ და რა უნდა გააკეთონ ამისთვის ფერმერებმა.

28 იანვარი, 2016 წელი


| Print |