,,დიალოგი" – კულტურული მემკვიდრეობა და იდენტობა
მითები, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოებას ახლავს თან. ევროპასთან დაახლოება საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს, კულტურას, რელიგიას, ეროვნულობას, რომ ევროპა ეს არის გარყვნილება, ნარკოტიკები, ერთსქესიანთა ქორწინება – ეს არის მითების მცირე ჩამონათვალი, რომელზეც საზოგადოების ნაწილს ეფიქრება.
მოქალაქეების ნაწილი დარწმუნებულია იმაში, რომ დასავლეთი ცუდია. სინამდვილეში, სწორედ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის  უნიკალურობაა  ის, რაც საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესის წარმართვაში შეეშველება.

2015 წელი. 31 ოქტომბერი


| Print |