,,დიალოგი" – მითები და რეალობა უვიზო მიმოსვლაზე
მითები და რეალობა, რომელიც უვიზო მიმოსვლას ახლავს თან.
ევროკავშირში გაწევრიანებით წაგვართმევენ ქართველობას, საფრთხე  შეექმნება ჩვენ ტრადიციებს;

ფერმერები  ვერ შეძლებენ ევროპის ბაზრის სტანდარტების დაკმაყოფილებას და შესაბამისად, პროდუქტის გატანას საზღვარგარეთ;

თავიდან ვერ ავიცილებთ მიგრაციას და საქართველოდან მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპის ქვეყნებში სამუშაოდ წავა – ეს არის მითები, რომელიც საზოგადოებაშია დამკვიდრებული. სავარაუდოდ იმიტომ, რომ მოსახლეობის ნაწილმა არ იცის – უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს შეეძლება შენგენის ქვეყნებში, მათ შორის არ არის დიდი ბრიტანეთი, უვიზოდ, ჩვეულებრივი პასპორტით შევიდეს და იქ მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში დარჩეს. ოღონდ, საქართველოს მოქალაქეს ამ ქვეყნებში სწავლისა და ლეგალური მუშაობის უფლება არ ექნება.

30 სექტემბერი. 2015 წელი


| Print |