,,დიალოგი" - ადიგენის მთავრობის ერთწლიანი მუშაობა
საკრებულოს ხმაურიანი სხდომები, არგუმენტის გარეშე გადაყენებული საკრებულოს თავმჯდომარე, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი, რომელიც ჯერ კიდევ დაუთვლელია,

ოპონენტების ბრალდებები, რომ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში რეგიონის პირველი პირები ერევიან, ტენდერები, რომლებიც ოპოზიციაში არაერთ კითხვას ბადებს – ეს ადიგენის მუნიციპალიტეტში, 1 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებია.


გადაცემაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა არ მიიღეს. საკითხებზე სასაუბროდ დავპატიჟეთ
გამგებელი ზაქარია ენდელაძე, მისი მოადგილეები, სამსახურის უფროსები, საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი, მოადგილე თამაზ ძაძამია, ფრაქციის თავმჯდომარეები, დეპუტატები, რომლებიც საკრებულოში ,,ქართული ოცნების“ წევრები არიან. სტუდიაში არც ერთი მათგანი მობრძანდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები უარს ამბობენ გადაცემაში მონაწილეობაზე.

სტუმრები:
თემურ ფეიქრიშვილი       ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ლევან ლობჯანიძე            ,,ქართული ოცნება“
მალხაზ ბოჩიკაშვილი      ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“

2015 წლის 9 ივლისი.


| Print |