შშმ პირთა საჭიროებები და დასაქმებისთვის არსებული გამოწვევები
შშმ პირთა საჭიროებების შესახებ პროგრამებს საქართველოშ ყველა მუნიციპალიტეტი თავად ქმნის. მათ შორის შესაძლოა იყოს მცირე განსხვავებები, მაგრამ ბევრი - არა. მუნიციპალიტეტები ძირითადად სოციალურ და სამედიცინო დახმარებებს გასცემენ, თუმცა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს არ აქვთ აღიარებული ადგილობრივი პოლიტიკა - აღნიშნავს მარიკა მღებრიშვილი.

,,საზოგადოება ბილიკის ასოციაციაში" განმარტავენ, რომ ახალციხისა და ბორჯომისგან განსხვავებით ხაშურის მუნიციპალიტეტს აქვს აღიარებული და მოქმედი, დეტალურად გაწერილი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შშმ პირების დასაქმებას. პროგრამის აქტივობები უკავშირდება დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებას და ტრანსპორტირების ხარჯს, რომელიც ბენეფიციარებს სახლიდან სამსახურამდე მისასვლელად ესაჭიროებათ.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეფასებით, პრობლემაა ის ფაქტიც, რომ მუნიციპალიტეტები იცნობენ ძირითადად იმ ადამიანებს, რომლებიც სარგებლობენ მათი შეთავაზებით.

გადაცემის სტუმრები არიან: საზოგადოება ბილიკის ასოციაციის თავმჯდომარე მარიკა მღებრიშვილი და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარე, პროექტის კოორდინატორი მაკა სუდაძე.




| Print |