,,დიალოგი“ – მზადება ახალციხის მერის არჩევნებისთვის
8 ოქტომბერს ახალციხელ ამომრჩეველს, სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, კიდევ ერთი არჩევანის გაკეთება მოუწევს, რადგან საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ახალციხეში მერის შუალედური არჩევნებიც იმართება.

ამ ეტაპზე ცნობილია სამი კანდიდატის ვინაობა. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ირაკლი ერეკლიშვილი; ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – ბესიკ ტაბატაძე; ,,ეროვნული ფორუმი“ – ჯუმბერ ინასარიძე.

პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის და  ქართული ოცნება კანდიდატის დასახელებას რამდენიმე დღეში აპირებს.

რაც შეეხება ლეიბორისტულ პარტიას, ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობას, თავისუფალ დემოკრატებსა და რესპუბლიკურ პარტიას, მათ ამ დრომდე არ გადაუწყვეტიათ საკითხი, ეყოლებათ თუ არა კანდიდატი შუალედურ არჩევნებზე.

1 სექტემბერი. 2016 წელი.


| Print |